Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

შვეიცარიის პარლამენტმა ერთსქესიანი წყვილების ქორწინება დააკანონა

105

შვეიცარიაში ერთსქესიანი წყვილების ქორწინება დაკანონდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა წერს.

გამოცემის ცნობით, ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი ქვეყანაში 2013 წლიდან იყო მსჯელობის საგანი, 2020 წლის 18 დეკემბერს, კი შვეიცარიის პარლამენტის ორივე პალატამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

ულტრაკონსერვატორული პარტია „ფედერალურ-დემოკრატიული კავშირი“ უკვე აცხადებს, რომ გამოვა ინიციტივით, ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ მიღებული კანონი რეფერენდუმზე გავიდეს.

შვეიცარიამდე, ერთნაირსქესიანთა ქორწინება მონტენეგროს პარლამენტმა დააკანონა, პარლამენტში ამ გადაწყვეტილებას 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 41 კი წინააღმდეგი წავიდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი