სოციალურ ქსელში “რუსთავი2”-ის მხარდამჭერი ჯგუფი შეიქმნა
სოციალურ ქსელ ფეისბუქში სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის მხარდამჭერთა ჯგუფი შეიქმნა, სადაც ამ დროისთვის 22 ათასამდე მომხმარებელია გაწევრიანებული.
ჯგუფში მოქალაქეთა და ცნობილი ადამიანების მხრიდან ტელეკომპანიის მხარდამჭერი განცხადებები კეთდება.
საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკმპანია “რუსთავი 2”, დამოუკიდებელი მედიის ხელყოფის მცდელობად აფასებს მის მიმართ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.
6 აგვისტოს, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის კუთვნილ ავტომობილებს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო.დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა ორშაბათს 10 აგვისტოს გახდება ცნობილი.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 4 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა “რუსთავი 2”-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება.
ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2”-ის სრული ქონების დაყადაღებას ითხოვს.ბიზნესმენის ადვოკატი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის ავტომობილების დაყადაღების შემდეგ, შესაძლოა, ტელეკომპანიის სხვა ქონებაც დააყადაღონ.ადვოკატი პაატა სალია ადასტურებს, რომ რუსთავი 2-ის ქონების ნაწილი – ავტომობილები, სწორედ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს.ქიბარ ხალვაში საკუთარ სარჩელში უთითებს, რომ რუსთავი 2-ის წილების 100 პროცენტის გარდა, მათი მხრიდან მოთხოვნილია კომპანიის მთელი ქონების, მათ შორის, აპარატურის, უძრავი და მოძრავი ქონების სრულად დაყადაღება.