Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ნარკოდანაშაულისთვის კახეთში პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ფოტო: შსს
25

სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა – შენახვისათვის, კახეთის პოლიციამ წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავა.

41 წლის მამაკაცის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.

ინფორმაცია, მამაკაცის დაკავების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. უწყების ცნობით, დაკავებული თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით დაკვალიფიცირდება, დაკავებული პირის მიერ ჩადენილი ქმედება, დღეს გახდება ცნობილი

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი