მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელავის საჯარო სკოლებში წიგნების დეფიციტია

თელავის საჯარო სკოლებში, მეორე სემესტრისათვის საჭირო წიგნების საკმარისი რაოდენობა არ არის.
ინფორმაციას ამის შესახებ, მოსწავლეების მშობლები ადასტურებენ.

“დაიწყეს უკვე წიგნების დარიგება, მაგრამ ყველასთვის საკმარისი არ არის. რაც არის, ისიც ნახმარი წიგნებია. ვინც ადრე მივა სკოლაში, ის მიიღებს. ვისაც არ შეგვხვდა არ ვიცით რა ვქნათ. ზოგიერთ საგანში, ელექტრონული ვერსიაც არ არსებობს, რომ გამოვიყენოთ” – თქვა ერთ- ერთი მოსწავლის მშობელმა.

რადიო ჰერეთმა გაარკვია, რომ სკოლებში მასწავლებლის წიგნების დეფიციტიცაა და საგნების პედაგოგებს მეთოდური ლიტეტრატურა არ აქვთ.

თელავის მეცხრე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი, თინათინ ჯავახიშვილის განმარტებით, წიგნების შემოსვლა, შესაძლოა კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ შეაფერხა.

“წიგნების საკმარისი რაოდენობა, ჯერჯერობით ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, ამ ვითარებამ შეაფერხა და წიგნებს შემოიტანენ. ყველა ველოდებით, რომ შეგვივსებენ და ყველა მოსწავლისათვის საკმარისი იქნება”- განაცხადა ჯავახიშვილმა.

თელავის საგანამანათლებლო რესურს- ცენტრში, კორონა ვისრუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, სამსახური დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, თუმცა სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს, ცენტრის თანამშრომლები არ პასუხობენ. განმარტებას წიგნების დეფიციტთან დაკავშირებით, არც განათლების სამინისტროში აკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button