Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მესის „პიჩიჩი“ გადასცეს

61

ესპანეთის ჩემპონატის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი „პიჩიჩი“, მესის 5 თვის დაგვიანებით გადასცეს. ლა-ლიგაში გატანილი ყველაზე მეტი გოლის ავტორის ტიტული „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ჯერ კიდევ ივლისში მოიპოვა.

რაფაელ მორენო არანსანდის, მეტსახელად პიჩიჩის სახელობის პრიზი მესიმ უკვე მეშვიდედ მოიგო: 2010, 2012, 2013,2018,2019 და 2020 წლებში.

ამ შედეგით არგენტინელმა, ბილბაოს „ატლეტიკოს“ ლეგენდარულ შემტევს, ტელმო ზარას გადაუსწრო, რომელსაც ეს ჯილდო გასული საუკუნის 50-იან წლებში 6-ჯერ აქვს მოპოვებული.

წინა სეზონში ლეოს ანგარიშზე 25 გოლია. მიმდინარე სეზონზე კი 13 მატჩში მან 6-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი