არ აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – სავაჭრო ცენტრები მკაცრი რეგულაციებით გაიხსნება

24 დეკემბრიდან დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები მკაცრი რეგულაციებით გაიხსნება, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრასპორტთან დაკავშირებით შეზღუდვები არ შემსუბუქდება, ამის შესახებ ინფრასქტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ბრიფინგზე განაცხადა.
“ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში, მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ არ იფუნქციონირებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ასევე, ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვეა მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – თქვა მაია ცქიტიშვილმა
შეგახსენებთ, დიდ ქალაქებში შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ამ დროიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში სავაჭრო ცენტრები მხოლოდ დისტანციურად მუშაობენ. გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.