Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

იტალიის სტადიონებზე გულშემატკივართა დასწრება მოითხოვეს

83

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, გაბრიელე გრავინას, არენებზე მაყურებლის დაბრუნება სურს და ქვეყნის მედიასივრცეში აღნიშნული ინიციატივით გამოდის.

„ფეხბურთში მთავარი გმირები მაყურებლები არიან და მათ გარეშე სპექტაკლს აზრი არ აქვს. ვფიქრობ, ხელისუფლება გაითვილისწინებს და კოვიდ-პანდემიის მხრივ მეტ-ნაკლებად უსაფრთხო რეგიონებში მაყურებელთა გარკვეულ რაოდენობას დაუშვებს“- აცხადებს გრავინა

ფედერაციის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ფანების თანხლებით თამაშს სერია A – ს ფეხბურთელები 2021 წლის იანვრიდან შეძლებენ.

მიმდინარე სეზონში, 13 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეში 31 ქულით „მილანია“, ერთი ქულით ნაკლები აქვს მის მდევარ „ინტერს“. მესამე ადგილს კი 27 ქულით „იუვენტუსი“ იკავებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი