Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ ოლიმპიადამდე გასამართი ტურნირები ჩანიშნა

75

JUF-მ 2021 წლის პირველ ნახევარში ჩასატარებელი შეჯიბრებების სია გამოაქვეყნა.

კალენდრის მიხედვით პირველი ტურნირი მომდევნო წლის 11-13 იანვარს ყატარში გაიმართება. დოჰას მასტერსში განახლებული კლასიფიკაციის თანახმად, მონაწილეობას საქართველოდან სავარაუდოდ 14 ვაჟი და 2 ქალი მიიღებს.

მათ შორის 52 კგ.წონით კატეგორიაში ტატიანა ლევიცკა_- შუკვანი და 57 კგ.წონით კატეგორიაში,- ეთერ ლიპარტელიანი.

აღსანიშნავია,რომ თითოეულ წონაში 36 ძიუდოისტი იასპარეზებს.

რაც შეეხება დანარჩენ ტურნირებს, ფედერაციის გადაწყვეტილებით, თარიღები ამგვარად გადანაწილდა:

თელ-ავივის გრან-სლემი 18-20 თებერვალი
ტაშკენტის გრან-სლემი 5-7 მარტი
თბილისის გრან-სლემი 26-28 მარტი
ანტალიის გრან-სლემი 1-3 აპრილი
პარიზის გრან-სლემი 8-9 მაისი
მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტში 6-13 ივნისი

დოჰას მასტერსი 11-13 იანვარი

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი