მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში კოვიდის მართვაში ემიგრანტი ექიმები ჩაერთვებიან

კახეთში, კორონა ვირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში, ამერიკაში მცხოვრები, კიდევ ორი ქართველი ექიმი ჩაერთვება.

ექიმები, ონლაინ კონსულტაციებს, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ, რთულ ავადმყოფებს გაუწევენ.

საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, საავადმყოფოს მედპერსონალთან, უკვე შედგა.

“გუშინ გვქონდა შეხვედრა, ერთმანეთის გასაცნობად. თელაველი ექიმია, ვასო ცისკარიშვილი და მისი მეუღლე, მარიკა გელაშვილი, რომლებიც რთული პაციენტების მართვაში დაგვეხმარებიან. ტექნიკურად, დავით მრელაშვილი დაგვეხმარა და შესაძლებლობა გვექნება, პირდაპირ პალატიდან, ექიმებს პაციენტები ვაჩვენოთ, დანიშნულება გავაცნოთ და მათი დახმარებით ვმართოთ. დღეს უკვე გამოგვიგზავნიან გრაფიკს და პროცესი დაიწყება”- განაცხადა ჭონიაშვილმა რადიო ჰერეთთან.

ამერიკაში მცხოვრებმა კიდევ ერთმა ქართველმა ექიმმა, დავით მრელაშვილმა, კორონა ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისათვის, კახეთში ონლაინ კლინიკა უკვე ჩამოაყალიბა. მრელაშვილმა, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს 20 საწოლიც აჩუქა.

თელავის რეფერალური საავადმყოფო, ჰიბრიდული ტიპის სამედიცინო დაწესებულებად რჩება, სადაც კოვიდ ინფიცირებულების გარდა, სხვა დაავადებების მქონე პაციენტებსაც იღებენ

მსგავსი პოსტები

Back to top button