სპორტი

მიკელ არტეტას ისკოს შეძენა სურს

ლონდონური კლუბის, „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა „რეალის“ ესპანელ ფეხბურთელს, ისკოს დაადგა თვალი.

როგორც ესპანური პრესა იტყობინება, „რეალის“ ნახევარმცველი ზიდანით უკმაყოფილოა და კლუბიდან წასვლას ისედაც გეგმავს.

სამეფო კლუბის ადმინისტრაცია თავის მხრივ, აღნიშნულ წინადადებაზე მოლაპარაკების დასაწყებად მზადყოფნას გამოთქვამს.

‘“მეთოფეების“ უახლოესი მიზნები ზამთრის სატრასფერო ფანჯრის გაძლიერებაა, რადგან გუნდში კრიზისია.

არტეტას შეგირდებმა პრემიერლიგა საკმაოდ ცუდი სტარტით დაიწყეს. მე14 ტურის შემდეგ კლუბს მხოლოდ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს.ეს პოზიცია კი გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ევროტურნირების საგზურთან.

ესპანელი სპეციალისთვისთვის შეტევის ზოლში კრეატიული, შემტევი ფეხბურთელის დამატებამ შესაძლოა არტეტა პოსტის დატოვებისგან გადაარჩინოს. „არსენალის“ მთავარი მიზანი მიმდინარე ჩემპიონატში ქულების მოგროვებაა.

მიკელ არტეტა „არსენალის“ მთავარ მწვრთნელად 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა.

მომდევნო6 ტურში, 26 დეკემბერს ლონდონური დერბი გაიმართება, სადაც „არსენალი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button