კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი

გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია

ოჯახის შექმნის მიზნით, 21 დეკემბერს გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 16 წლის გოგო რამდენიმე ადამიანმა გაიტაცა.

სავარაუდო გამტაცებლის ვინაობა იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

რადიო ჰერეთთან გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ უცნობია, რატომ ვერ ხერხდება იმ ავტომობილის იდენტიფიცირება, რომლითაც მათი შვილი გაიტაცეს.

ჰერეთის ინფორმაციით, დაკითხული არიან სავარაუდო გამტაცებლის ოჯახის წევრებიც, რომლებიც მალავენ თავიანთი შვილის ადგილსამყოფელს და აცხადებენ, რომ არ იციან, სად იმყოფება მათი ვაჟი.

გოგონა დღის განმავლობაში ქუჩიდან გაიტაცეს და არიან თვითმხილველებიც.

გატაცებული გოგონას მამა რადიო ჰერეთთან საუბარში აცხადებს, რომ ბიჭის ოჯახის წევრები ახდენენ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და საყედურობენ, თუ რატომ მიმართეს ფაქტის შესახებ სამართალდამცავ უწყებას.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში რადიო ჰერეთს დაუდასტურეს, რომ ფაქტის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება და დეტალების შესახებ ინფორმაციას ვერ გასცემენ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button