Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„განრისხებულები“ – უეფა-ს ფილმი გურამ კაშიას მონაწილეობით

98

UEFA-TV_მ რასიზმისა და უმცირესობათა დისკრიმინაციის პრობლემებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

მსოფლიოს სხვა თანამედროვე ფეხბურთელებთან ერთად, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი საკუთარ ეპიზოდში პირად მაგალითზე ყვება, თუ როგორ გახდა თავის ქვეყააში ბულინგის და დისკრიმინაციის სამიზნე.

შეგახსენებთ, რომ არნემის „ვიტესში“ თამაშისას კლუბის ქართველმა კაპიტანმა საჯაროდ დაუჭირა მხარი თანასწორობის იდეას და აგრესიის წინააღმდეგ გაილაშქრა.

ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთერთ ტურში გუნდების კაპიტნებმა ცისარტყელის ფერებში გადაწყვეტილი სამკლაურები გაიკეთეს, რასაც სხვა კაპიტნებისგან განსხვავებით, კაშიას სამშობლოში მოსახლეობის ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.

ქართულ სოციალურ ქსელებში კამპანიაც კი წამოიწყეს და ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო კაშიას ეროვნული ნაკრებიდან წასცლა მოითხოვეს.

გაბედული ნაბიჯისთვის მაშინ უეფა-მ კაშია სპეციალური პრიზით EQUAL GAME – თი დააჯილდოვა.

„განრისხებულებში“ ასევე მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან: „ტოტეჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო და ნიდერლანდების ფეხბურთის ლეგენდა რუუდ გულიტი. ისინი ყვებიან ისტორიებს უმცირესობათა პრობლემებზე და აჟღერებენ იდეებს მათი გადაჭრის გზებზე.

ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმის ყურება უკვე შესაძლებელია ევროპული ფეხბურთის ვირტუალურ პლატფორმაზე UEFA-TV.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი