კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი
თელავის საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/პოლიცია-2.jpg)
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი მოკლეს.
ზედა კიდურის არეში დაჭრილია თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი.
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/12/FB_IMG_1608951577435-163x300.jpg)
გავრცელებული ინფორმაციით, საჩიშვილს თელავის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა ესროლა.
თვითმხილველების განცხადებით, ისინი ერთ-ერთ ადგილობრივთან სუფრაზე იმყოფებოდნენ, სადაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და მომხდარის დეტალებს სწავლობენ.