კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელავში მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალი დაუმძიმდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციის მაღალჩინოსანს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ივანე ზანდარაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით გათვალისწინებულ განზრახ მკვლელობას, მეორე პირისთვის მიყენებული სხეულის დაზიანების გამო, 117- ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლი დაემატა.

არჩილ ბერიანიძემ განმარტა, რომ მტკიცებულებების ერთ ნაწილს ის უკვე გაეცნო.

“მტკიცებულებების ნაწილს გავეცანი, თუმცა, არის კიდევ საქმეში ფაქტები, რომლებიც მოწმეების დაკითხვის შემდეგ გამოიკვეთა. პროკურატურაში გავეცნობი დანარჩენს.მოწმეთა დაკითხვის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რომლებიც შესასწავლია” – განაცხადა ბერიანიძემ.

სისხლის სამართლის საქმის სხვა დეტალებზე, ადვოკატმა ჟურნალისტებს არ უპასუხა.

გარდაცვლილი ექიმის ოჯახი, საქმის 108- ე მუხლით დაკვალიფიცირებას არ ეთანხმება.

ზურა საჩიშვილის ოჯახის წევრი, აკა საჩიშვილი თვლის, რომ პოლიციელის მიერ ჩადენილი ქმედება, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებაა.

“ეს არ არის 108- ე მუხლით ჩადენილი დანადაული, რადგან მან ერთი პირი მოკლა, მეორე დაჭრა და ავტომანაქანაში მყოფი სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. ამიტომ , მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე უნდა გადაკვალიფიცირდეს”- განაცხადა საჩიშვილმა, რადიო ჰერეთთან.

ბრალდებული პოლიციელისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, თელავის რაიონული სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ,28 დეკემბერს იმსჯელებს.

შეგახსენებთ, მკვლელობა, სოფელ იყალთოში, 25 დეკემბერს მოხდა.

თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ივანე ზანდარაშვილს, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურა საჩიშვილის მკვლელობა ედება ბრალად, იგი ასევე ბრალდებულია მერიის იურიდიული სამასახურის უფროსის, ლევან ბერძენაშვილის დაჭრაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button