სპორტი

გიორგი შაშიაშვილი – ლიგა-2-ის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოვება წელს ონლაინ-რეჟიმში იმართება.

ამ დროისთვის ეროვნული ლიგა-2 – ის 2020 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა გახდა ცნობილი.

გამოკითხულთა უმრავლეოსობამ უპირატესობა ქობულეთის „შუქურას“ მთავარ მწვრთნელს, გიორგი შაშიაშვილს მიანიჭა და მას საუკეთესო მწვრთნელის პრიზი გადაეცა.

41 წლის სპეციალისტმა „შუქურა“ გასულ წელს ჩაიბარა. კლუბს ჩემპიონის ტიტული ერთი ტურით ადრე გააფორმებინა და ეროვნულ ლიგაში გადაიყვანა.

შაშიაშვილმა საფეხბურთო კარიერა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 15 წლის ასაკში დაიწყო. შემდეგ ითამაშა „ალანიაში“, ოდესის „ჩეერნომორეცში“, გრაცის „შტურმში“. 2013 წლიდან „დინამოში“ დაბრუნდა და კარიერაც იმავე წელს დაასრულა.

საქართველოს ნაკრების მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა იტალიის კარში, რომელსაც ლეგენდარული ჯიჯი ბუფონი იცავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button