მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

LIVE – ოკუპანტებმა სოფელ ფახულანთან ახალი მავთულხლართები გაავლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში სოფელ ფახულანთნ მდებარე საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ახალი მავთულხართები გაავლეს და უკანონო ე.წ. ბროდერიზაციის პროცესი განაახლეს.

“მიმდინარე წლის 26-27 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან, განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ.ბროდერიზაციის პროცესი.

საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები.

საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები.
საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები,”-მ ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რადიო თბილისთან ადგილობრივები საუბრობენ

 

რა ხდებოდა დღეს დილიდან ფახულანში, რადიო თბილისის FM93.5 კორესპონდენტი თეა შონიაა ხაზზე.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button