მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ახალი წლიდან სრული “ლოქდაუნი” არ იქნება-გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 3 იანვრიდან საქართველოში სრული ლოქდაუნი არ იგეგმება. მისი განმარტებით ამის აუცილებლობა არ არსებობს.

3 იანვრიდან ქვეყანაში მხოლოდ ის ობიექტები დაიხურება, რომლებმაც დროებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, მუშაობა აღადგინეს.

მისი სიტყვებით, 28 ნოემბრიდან შემოღებული შეზღუდვების შედეგებს, ჯანდაცვის სისტემა უკვე გრძობს, ამიტომ რაიმე სახის განსაკუთრებული შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა რ არსებობს, განსაკუთრებით გადაადგილებაზე. გიორგი გახარიას თქმით, ეს არის „ჭორები“.

დიდ ქალაქებში შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ამ დროიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა და საქალაქთაშორისო მიმოსვლა შეწყდა.

24 დეკემბრიდან სპეციალური წესების დაცვით გაიხსნა სავაჭრო ცენტრები.

მსგავსი პოსტები

Back to top button