სპორტი

გიორგი კიკაჩეიშვილი წლის საუკეთესო მსაჯი გახდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე (GFF Awards 2020) 29 წლის კიკაჩეიიშვილმა წლის საუკეთესო მსაჯის პრიზი მიიღო.

საუკეთესო არბიტრი ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა. კიკაჩეიშვილი პირველად გახდა აღნიშნული ტიტულის მფლობელი.
კიკაჩეიშვილმა გასულ სეზონზე 24 მატჩში იმსაჯა, მათ შორის: ეროვნულ ლიგაში 20 და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე – 4 შეხვედრა.

ყვითელი ბარათი ფეხბურთელებს უჩვენა 120-ჯერ და წითელი ბარათი – 8-ჯერ.

მიმდინარე წლის დაჯილდოვების ცერემონიალი საკარრანტინო რეგულაციების გამო შეცვლილი ფოორმატით, ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button