მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

წინასაახალწლოდ თელავის ქუჩებში ხალხმრავლობაა

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, თელავის აგრარულ ბაზრებსა და სუპერმარკეტებში, მყიდველის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

ერთ- ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტის, თამუნა ირემაშვილის განმარტებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მყიდველის ნაკადი, განსაკუთრებულად მომატებულია.

“შეზღუდვების მოხსნის დღიდანვე მყიდველი არ გაზრდილა, განსაკუთრებული მატება,ბოლო ორი დღის განმავლობაში გვაქვს და ვვარაუდობთ, რომ ხვალ და ზეგ, უფრო მეტი იქნება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ წესებისა და თავის დაცვას, მაგრამ ამდენ ხალხში, ყველა რეკომენდაციის შესრულება, მაინც რთულია” – განაცხადა იმერლიშვილმა, რადიო ჰერეთთან.

ხალხმარავლობის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი პირბადის გარეშე გადაადგილდება და დისტანციას არ იცავს.

თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ჯღუთაშვილი, რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების თავიდან აცილება, მხოლოდ მოსახლეობის თვითშეგნებაზეა დამოკიდებული.

“ყველამ ნახა, გაფართოებული ტესტირების მიუხედავად, როგორ დაიკლო ინფიცირებულების რიცხვმა. ახლა მოსახლეობის თვითშეგნებაზე ვართ დამოკიდებული, რამდენად გამოიჩენენ სიფრთხილეს და ერთ ახალ წელს, საკუთარ ჯანმრთელობას არ გადააყოლებენ”- განაცხადა ჯღუთაშვილმა.

პრემიერ- მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები, ქვეყნის დიდ ქალაქებში, ნაწილობრივ მოიხსნა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საღამოს 21 საათის შემდეგ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვა, კვლავ ძალაში დარჩა

მსგავსი პოსტები

Back to top button