Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კახეთში 43 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს

478
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ჩამომხრჩვალი მამაკაცი იპოვეს.
43 წლის მამაკაცი საკუთარ ნაკვეთში მეზობელმა ხეზე, ფოლადის ბაგირით ჩამოკიდებული ნახა.
ის მარტო ცხოვრობდა.
მეზობლების თქმით, მაკაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით,ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან.
არის თუ არა, მომხდარი ფაქტი, მკვლელობა, ან ჰქონდა თუ არა ადგილი, სუიციდს, ჯერჯერობით დაუდგენელია.
შემთხვევის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია
ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი