Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პორტუგალიის ჩემპიონატზე ფეხბურთელს გულის შეტევა დაემართა

56

პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ალვერკასა“ და „უნიაუ ალმერიას“ შეხვედრაზე ინციდენტი დაფიქსირდა.

მატჩის 27-ე წუთზე თამაში შეწყდა, რისის მიზეზიც ბრაზილიელი ლეგიონერის ალექს აპოლინარიოს ცუდად გახდომა გახდა.

ფეხბურთელი მოულოდნელად მინდორზე წაიქცა და გაითიშა. ექიმების მიერ აღმოჩენილი პირველადი დახმარების შემდეგ აპოლინარიო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გულის შეტევა დაუდასტურდა.

ამ დროისთვის ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი