სპორტი

ერიკ გარსია „ბარსელონაში“ გადადის

„მანჩესტერ სიტის“ მცველმა ერიკ გარსიამ „ბარსელონასთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა. წყაროს ინფორმაციით, გასულ ზაფხულზე გარსიამ უარი თქვა

„სიტისთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს უნდა დამთავრებულიყო.

ფეხბურთელმა თითქმის უკვე დაასრულა მოლაპარაკება კატალონიურ გრანდთან და მომავალი სეზონიდან მათთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს.

„ბარსას“ ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ მოითამაშე ზამთარშივე ჩართოს მიმდინარე სეზონის მატჩებში, მაგრამ ამ შემთხვევაში კლუბს თანხის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ერიკ გარსია „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button