მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“თვისუფლების მარში” გურჯაანიდან დაიწყო

სამოქალაქო აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა, “თავისუფლების მარში” კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან დაიწყეს.

მოძრაობა ” დაიცავი არჩევანის” წევრები 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, პოლიტ პატიმრების განთავისუფლებასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

“ჩვენ ვითხოვთ ბოლომდე შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, განთავისუფლდნენ პატიმრობიდან ილიჩოვა და მელაშვილი. ამასთან ერთად, აუცილებელია დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ კრიზისიდან “- განაცხადა ერთ- ერთმა აქტივისტმა, დავით შერვაშიძემ.

“თავისუფლების მარშის” მონაწილეებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქციაც გამართეს და ადგილობრივ მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდეს. მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, საპროტესტო მსვლელობასა და აქციებს, დღეს თელავსა და ყვარელშიც ჩაატარებენ. ოპოზიციის მხარდამჭერები, პოლიტ პატიმრების განთავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებს, თელავშიც ითხოვენ.

თითქმის ერთი თვეა, საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლებს კარვები თელავის თეატრის წინ აქვთ გაშლილი

მსგავსი პოსტები

Back to top button