სპორტი
კრიშტიანო რონალდომ 2021 წელი დუბლით გახსნა

სერია A-ს მე-15 ტურში „იუვენტურსმა’ „უდინეზეს“ უმასპინძლა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პორტუგალიელმა დუბლი გაიფორმა.
პროფესიონალურ კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობამ რონალდუს ანგარიშზე 758-ს მიაღწია და პელეს გადაასწრო, რომელსაც 757 გოლი აქვს გატანილი.
ამ შედეგით რონალდუმ მესამე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილს 800 გოლით იოზეფ ბიცანი იკავებს, მეორე ადგილზე კი 772 ბურთით, ბრაზილიელი რომარიოა.
„იუვენტუსი“ 15 ტურის შემდეგ 27 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილზეა.
კრიშტიანო რონალდო 14 გატანილი გოლით ბომბარდირთა სათავეში დგას.