სპორტი

„პარი სენ-ჟერმენი“ პოჩეტინომ ჩაიბარა

მაურისიო პოჩეტინო პსჟ-ს ახალი მწვრთნელია. არგენტინელი სპეციალისტი უკვე საფრანგეთის დედაქალაქშია.

მას კონტრაქტი წლინახევრით გაუფორმეს და კლუბის ლოგოიანი პირბედეც გადასცეს.

პოჩეტინო ამ დრომდე „ტოტენჰემს“ თავკაცობდა და კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ არგენტნელი აქტიური სპორტული კარიერის პერიოდში „ტოტენჰემის“ ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ ტომას ტუხელი შობამდე გაუშვეს პსჟ-დან. გერმანელის ხელში ფრანგულმა გრანდმა ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა კლუბის სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან ცუდი ურთიერთობის გამო ტუხელი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დროზე ადრე წავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button