
უკრაინაში საფრთხის პირველი, ყვითელი დონე გამოცხადდა ძლიერი ნისლის გამო, რომელიც ქვეყნის უმეტეს რეგიონებშია მოსალოდნელი.
ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, 4 იანვარს ჩრდილოეთ რეგიონების გარდა ყველგან ნისლია მოსალოდნელი და ხილვადობა მხოლოდ 200-500 მეტრზეა.
ამის გამო შესაძლებელია რომ გარკვეულ გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.