Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ეპიდემიოლოგები კახეთში კორონავირუსის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ

236

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 837 ტესტირებული პირიდან, კორონავირუსი 169 მოქალაქეს დაუდასტურდა.

“ტესტირებულების რაოდენობის მიხედვით, ვირუსის დადებითი მაჩვენებელი სახარბიელო არ არის. სამწუხაროდ, გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც და 24 საათში, ლაგოდეხის კოვიდ კლინიკაში ორი პაციენტი, ასაკოვანი ქალბატონი და მამაკაცი დაიღუპნენ. ორივე მათგანი, ლაგოდეხის მკვიდრია”- განაცხადა ხიზანიშვილმა რადიო ჰერეთთან.

რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 9066 შეადგენს. აქედან ყველაზე მეტი 2126 თელავში ფიქსირდება.

დღევანდელი მდგომარეობით, კოვიდ- 19 – ით ინფიცირებული 2085 პირი ბინაზე მკურნალობს, 3 იმყოფება კოვიდ სასტუმროში, 143 მოქალაქე კი, მოთავსებულია კოვიდ კლინიკაში.

სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში 78 პაციენტი გარდაიცვალა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი