Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

უამინდობის გამო ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა პარალიზებულია

165

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ცენტრალურ გამზირზე მოძრაობა პარალიზებულია. მიზეზი უამინდობაა. ძლიერი ქარის გამო ცენტრალურ ხეივანზე ხის წაქცევის საშიშროება არსებობს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ქუჩა ორივე მხრიდან ჩაკეტილია. ამ წუთებში ჯგუფი მუშაობს იმისთვის რომ ხის ტოტები მოჭრან.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობა გამსახურდიას გამზირზე შეზღუდულია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა ძლიერი ქარი მძვინვარებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი