Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

გამოიგონეს მოწყობილობა, რომელსაც კორონავირუსის გამოვლენა 10 წამში შეუძლია

კლინიკამდელი კვლევების დროს, Diagnovir-მა კორონავირუსის გამოვლენის 99%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

103

თურქმა მეცნიერებმა გამოიგონეს მოწყობილობა Diagnovir-ი, რომელსაც კორონავირუსის გამოვლენა 10 წამში შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას ბილკენტის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

მოწყობილობის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია არა ნიმუშის რეპლიკაციაზე, არამედ ოპტიკურ მახასიათებლებზე. ტესტირებისთვის გამოიყენება ადამიანის პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან აღებული ნიმუში, რომელსაც სპეციალურ ნაერთში აზავებენ და ათავსებენ მოწყობილობაში.

კლინიკამდელი კვლევების დროს, Diagnovir-მა კორონავირუსის გამოვლენის 99%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

იხილეთ წყარო:
https://w3.bilkent.edu.tr/www/diagnovir/

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი