მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სამოქალაქო აქტივისტები თელავში დაშინების მცდელობაზე საუბრობენ

თელავში თეატრის წინ განთავსებულ კარავს კვლავ მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
სამოქალაქო აქტივისტის, რამაზ აივაზაშვილის განმარტებით, შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ეჭვობს, რომ კიდევ ერთი შემთხვევა პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად მოხდა.

“არ იყო ძლიერი დაჯახება, მძღოლმა ბოდიშიც მოიხადა, არავინ დაშავებულა, თუმცა მაქვს ეჭვი, რომ ხელახალი შეჯახება შესაშინებლად ხდებოდეს. მძღოლმა გვითხრა, რომ უბრალოდ გაჩერება უნდოდა, თუმცა ეჭვის მაინც არსებობს “- განაცხადა აივაზაშვილმა.

მომხდარი ფაქტის თაობაზე, აივაზაშვილი პოლიციამ უკვე გამოკითხა.

მსუბუქი ავტომობილი თეატრის წინ განთავსებულ კარავს, 1 იანვარსაც შეეჯახა.
ამ ფაქტს სამოქალაქო აქტივისტების რამდენიმე დღიანი პროტესტი მოჰყვა. კარვის გაშლა, პროტესტის მონაწილეებმა თელავის პოლიციის სამმართველოს შენობასთანაც სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

1 იანვარს მომხდარ შეჯახებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლით აწარმოებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს

მსგავსი პოსტები

Back to top button