მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ალავერდის ეპარქიაში საშობაო ალილო შეცვლილი წესებით გაიმართება

ალავერდელი მიტროპოლიტის მეუფე დავითის განმარტებით,საშობაო ალილო ალავერდის ეპარქიაში შეცვლილი წესებით გაიმართება

მიტროპოლიტის თქმით, წლევანდელი საშობაო ალილო მრევლის გარეშე ჩატარდება.

“პანდემიის ფონზე საშობაო ალილო შეცვლილი ფორმით, ახალი წესებით და მრევლის გარეშე ჩატარდება. მსვლელობაში მონაწილეობას მხოლოდ სასულიერო პირები და სტიქაროსნები მიიღებენ. მცირე ჯგუფი მივა ოჯახებში, დაყოვნების გარეშე. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენი სამზადისი არ სცილდება დადგენილ საზომს და არც ვარღვევთ მას” – განაცხადა მეუფე დავითმა ჟურნალისტებთან.

ეპარქიაში მიღებული გადაწყვეტილებით, კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების მიხედვით, ალავერდის ტაძარსა და ეზოში მონიშვნებია გაკეთებული.
ტაძარში მისულ მრევლს პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა ევალება.

ალავერდელი მიტროპოლიტი, დანარჩენ მღვდელმსახურებთან ერთად, სადღესასწაულო მსახურებას ღამის 12:00 საათზე დაიწყებს.

ალილოზე შეგროვილი ნობათი, ეპარქიის სურვილის თანახმად, სპციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდება.
საშობაო წირვა- ლოცვამდე, ალავერდის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს კორონა ვირუსზე ტესტირება უტარდებათ.

ტესტის აღება, სურვილის შემთხვევაში, ტაძრის მრევლსა და სტიქაროსნებსაც შეუძლიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button