სპორტი

თბილისის „დინამომ“ ჰოლანდიელი ლეგიონერი დაიმატა

საქართველოს ჩემპიონმა 27 წლის მცველი ფაბიან სპორსკლედე დაიმატა.

ნიდერლანდების უმაღლესი ლიგის გუნდის „ვალვაიკის“ დატოვების შემდეგ ის „აიაქსის“ ახალგაზრდულ გუნდში ფორმის შენარჩუნების მიზნით ვარჯიშობდა.

გასული ზაფხულიდან უგუნდოდ დარჩა და საქართველოში თამაშს მარტივად დათანხმდა.

ფეხბურთელი ‘აიაქსის“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ნიდერლენდების ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.

სპორსკლედემ „დინამოსთან“ 2021 წლის 5 იანვარს 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამსტერდამული კლუბის ხელმძღვანელობა მას ახასიათებს როგორც დიდი იუმორის მქონე ადამიანს. „თუ „აიაქსის“ სავარჯიშო მოედნებზე სიცილის ხმა ისმის, ეს უეჭველად ფაბიან სპორსკლედე იქნება“ – წერს კლუბის ვებგვერდი.

მსგავსი პოსტები

Back to top button