Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

პომპეიში ქუჩის კვების უძველესი რესტორანი აღმოაჩინეს

თერმოპოლიუმი, რომელიც ლათინურად ცხელი სასმელების დახლს ნიშნავს, აღმოაჩინეს არქეოლოგიურ პარკ Regio V-ში

183

არქეოლოგებმა პომპეიში უძველესი ქუჩის კვების რესტორანი აღმოაჩინეს. თერმოპოლიუმი, რომელიც ლათინურად ცხელი სასმელების დახლს ნიშნავს, აღმოაჩინეს არქეოლოგიურ პარკ Regio V-ში, რომელიც მნახველებისთვის ჯერ არ გაუხსნიათ.

დახლი ფერადი ფრესკებით არის გაფორმებული, რომლებზეც სხვადასხვა ცხოველებია გამოსახული, მათ შორის ქათამი და იხვები, რომლებიც, სავარაუდოდ, იმ კერძების ინგრედიენტებია, რომლებიც რესტორანში მზადდებოდა.

“ჩვენი წინასწარი ანალიზი აჩვენებს, რომ დახლზე გამოსახული ფიგურები ნაწილობრივ მაინც ასახავს იმ საჭმელსა და სასმელებს, რომლებიც აქ იყიდებოდა.” – თქვა ვალერია ამორეტიმ, პომპეიში მომუშავე ანთროპოლოგმა.

არქეოლოგებმა ასევე იპოვეს, ბრინჯაოს სასმისი, რომელიც პატერას სახელითაა ცნობილი, კერამიკის ჭურჭელი, რომელსაც კერძების მოსამზადებლად იყენებდნენ, ღვინის მათარები და ამფორები.

ანტიკური ქალაქი პომპეი ნეაპოლიდან 23 კილომეტრითაა დაშორებული. ჩ.წ. 79-წელს პომპეის მახლობლად ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ქალაქი ვულკანურმა ფერფლმა დაიფარა. ამ დროისთვის ქალაქში დაახლოებით 13 000 ადამიანი ცხოვრობდა.
უძველესი ქალაქის ნანგრევები მე-16 საუკუნეში აღმოაჩინეს. არქეოლოგიური გათხრები კი 1750-იანი წლებიდან დაიწყო. დღეისთვის ქალაქის დაალოებით სამი მესამედი გაწმენდილია. ქალაქი ბერძნულ-რომაული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილი. პომპეი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი