სპორტი

მაიკლ დიქსონი რუმინეთში გადავიდა

30 წლის ამერიკელი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა 2016 წელს მიიღო და ეროვნული ნაკრების მაისურით ასპარეზობდა, – რუმინეთის ერთერთ საუკეთესო კლუბში ჩაირიცხა.

ამ დრომდე დიქსონი, მანუჩარ მარკოიშვილის კლუბ „ტიტებში“ თამაშობდა,სადაც გასული წლის დეკემბერში მიიღეს და პირველი წრის დასრულებამდე ამ გუნდის ღირსება უნდა დაეცვა.

სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც დიქსონ უმცროსმა რუმინეთიდან შემოთავაზება მიიღო. „კლუჟს“ ქვეყნის ჩემპიონატი და თასი 5-5 ჯერ აქვს მოგებული. 3-ჯერ კი რუმინეთის სუპერთასის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მაისურით მაიკლ დიქსონმა ყველაზე საინტერესო მატჩი 2017 წლის ნოემბერში ჩაატარა. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარევ ეტაპზე სერბეთის ნაკრებთან 36 ქულა ჩააგდო და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button