მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელავში კორონავირუსზე ბაზრის მოვაჭრეების ტესტირება დაიწყო

კორონა ვირუსზე ტესტირებისათვის თელავში ბაზრის მოვაჭრეების მობილიზაცია დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ტესტებს ბაზრის მოვაჭრეებს ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები აუღებენ.

“მთავრობის ახალი განკარგულებით, ტესტირებასთან დაკავშირებით ცვლილებები შევიდა და სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები პერიოდულად გაიტესტებიან. მათ შორის, 14 დღეში ერთხელ შემოწმდებიან ასევე ბაზრის მოვაჭრეებიც. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მობილობის გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები დღეს მოვაჭრეებს ადგილზე გატესტავენ”- განაცხადა ხიზანიშვილმა, რადიო ჰერეთთან.

თელავის აგრარული ბაზრის დირექტორის, მერაბ თურქოშვილის განმარტებით, ბაზარში მოვაჭრეების გარდა, კოვიდ- 19- ზე ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეამოწმებენ.

“ჩვენ სივრცე უკვე მომზადებული გვაქვს და თანამშრომლებიც მობილიზებულები არიან. ამ.წუთებში ველოდებით ეპიდემილოგებს. ხვალ ალბათ ბაზარში მეტი მყიდველი იქნება და უსაფრთხოებისათვის ჯობია, ვიცოდეთ, ინფიცირებული ხომ არ არის ჩვენს შორის”- განაცხადა თურქოშვილმა რადიო ჰერეთთან.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტესტირებას გადიან სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მრევლის წარმომადგენლებიც.

კახეთში დაწყებულია ტაქსის მძღოლების ტესტირებაც

მსგავსი პოსტები

Back to top button