მოზაიკა

ძაღლი პოლიციაში გამოცხადდა იმის საუწყებლად, რომ დაიკარგა

გასულ კვირას, გამთენიისას, მოულოდნელი სტუმარი ეწვია ტეხასის ოდესის პოლიციის დეპარტამენტს.
დაკარგული ძაღლი თვითონ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, იგი დეპარტამენტის კარებში შევიდა და დახლთან მივიდა.

ეს იყო მეგობრული ძაღლი, რომელსაც, როგორც ჩანს, სურდა ოფიცრებისთვის ეცნობებინა მომხდარი ინციდენტის შესახებ – რომ ვიღაცამ დაკარგა სახლიდან.

პოლიციის თანამშრომლებმა ძაღლის პატრონის პოვნა ვერ შეძლეს, რადგან ყელსაბამის სამაგრი, რომელზეც დაკარგვის შემთხვევაში საჭირო სათანადო ინფორმაციაა დატანილი, ძაღლს დაკარგული ჰქონდა.

პოლიციელების თქმით, გარკვეული დროის შემდეგ ძაღლმა, სავარაუდოდ, ჩათვალა, რომ მას ვერ დაეხმარებოდნენ და განყოფილება დატოვა, ისევე სწრაფად, როგორც იქ გაჩნდა.

ადგილზე იმყოფებოდა სერჟანტი Rusty Martin, რომელმაც Facebook-ზე განათავსა ამ ისტორიის შესახებ. მეორე დღეს კი მას ძაღლის მეპატრონე გამოეხმაურა და უთხრა, რომ ძაღლი, სახელად ‘ჩიკო’ სახლში დაბრუნდა. ოჯახი რამდენიმე მილის დაშორებით ცხოვრობს პოლიციის სადგურიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button