Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„ბარსელონამ“ გასვლაზე ზედიზედ მესამე თამაში მოიგო

43

მიმდინარე სეზონში კატალონიელებმა ზედიზედ მესამე მატჩი სტუმრად, პირველად მოიგეს.

პრიმერა დივიზიონის პირველი ტურის გადადებულ შეხვედრას „ბარსელონასა“ და ბილბაოს „ატლეტიკოს“ შორის, „ნუევო სან მამესმა“ უმასპინძლა. მატჩი, ლურჯ-წითლების გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

სტუმართა შემადგენლობაში თავი, ახალგაზრდა პედრიმ და გამოცდილმა ლიონელ მესიმ გამოიჩინეს. არგენტინელმა დუბლი გაიფორმა, 18 წლის ესპანელმა კი აქტივში ერთი გოლი და ერთი საგოლე პასი ჩაიწერა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ბასკურ კლუბს ახალი თავკაცი ყავს და მარსელინო გარსია ტორალისთვის ეს მატჩი სადებიუტო იყო.

რაც შეეხება ყოფილ მთავარ მწვრთნელს გაისკა გარიტანოს, – „ატლეტიკოს“ კლუბის ხელმძღვანელობამ ის, მიმდინარე წლის 3 იანვარს გაათავისუფლა.

კატალონიელებმა ამ მოგებით სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესეს და 31 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლეს.

მომდევნო შეხვედრას „ბარსელონას“ ფეხბურთელები 9 იანვარს გასვლაზე, „გრანადასთან“ გამართავაენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი