მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დამტკიცდა

საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება აშშ-ის კონგრესმა ოფიციალურად დაამტკიცა.

სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ არ დააკმაყოფილეს ჯორჯიასა და პენსილვანიაში ბაიდენისთვის ხმების გაუქმების მოთხოვნები. ჩაიშალა არიზონას, ნევადას და მიჩიგანის შტატების შედეგების გაპროტესტების მცდელობაც.

7 იანვრის ეს პროცედურა ბოლო ეტაპია პრეზიდენტად არჩეული ბაიდენის და ვიცეპრეზიდენტად არჩეული კამალა ჰარისის არჩევის პროცესში

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები სამი თვეა აშშ-ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება, თეთრი სახლის ადმინისტრაციას კი ტრანზიციის პროცესი უკვე დაწყებული აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button