კულტურამოზაიკამსოფლიო

“ანჟელიკას” ვარსკვლავი რობერ ოსეინი კორონავირუსით გარდაიცვალა

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი და რეჟისორი რობერ ოსეინი. სიკვდილის მიზეზი ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გახდა.

მსახიობს 100-ზე მეტ ფილმში აქვს ნათამაშები. საყოველთაო პოპულარობა „ანჟელიკას“ ფილმებში გრაფ ჟოფრეი დე პეირაკის როლმა მოუტანა. შესრულებული აქვს როლები სურათებში „ცის ქუხილი“, „მეორე ჭეშმარიტება“, „პროფესიონალი“.

გარდა ამისა ოსეინი 20-ზე მეტი ფილმის ავტორია. მის ნამუშევრებს შორისაა „ვარდნის წერტილი“ და ვიქტორ ჰიუგოს კლასიკური რომანის, „საბრალონის“ ერთ-ერთი ეკრანიზაცია.

ოსეინი თეატრშიც მუშაობდა. იგი 1970-1979 წლებში რეიმსის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button