მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სალომე ზურაბიშვილი შეშფოთებულია ამერიკაში განვითარებული მოვლენებით

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე შეშფოთებას გამოთქვამს შეერთებულ შტატებში განვითარებული მოვლენების გამო და წერს, რომ ამერიკა საქართველოსთვის მისაბაძი მაგალითია:

“30 წელია, რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ. ჩვენთვის აშშ მისაბაძი მაგალითია.

გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე, ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავისი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება.

საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად.” – წერს ზურაბიშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button