Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1 წლის შემდეგ მოიგო

64

პირველმა ქართველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიაში, 250-იანი კატეგორიის ტურნირზე, მსოფლიო რეიტინგის 267-ე პოზიციაზე მდგომი იტალიელი ანდრეა არნაბოლდი დაამარცხა.

ბასილაშვილმა 11 მატჩიანი წაგებების სერია დაასრულა და იტალიელს 3 სეტში: 4:6; 7:5; 6:1 სძლია.

ბასილამ პირველი სეტი წააგო და მეორესაც 4:5-ს აგებდა, მაგრამ მობილიზაციის ხარჯზე, ბრეიკი გაახერხა და თამაშიც სათავისოდ შემოაბრუნა.

მსოფლიოს მე-40 ჩოგანი მეთექვსმეტედფინალში თურქ ალთუქ ჩელიქბილექსა და პოლონელ კაცბერ ჟუკს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი