Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ყვარლის ეკლესია-მონასტრებს საშობაოდ პირბადეები გადაეცა

59

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, ყვარლის ევროკლუბმა ეკლესია- მონასტრებს საშობაოდ პირბადეები გადასცა.

ევროკლუბის დამფუძნებლის ახალგაზრდა ევროპელი ელჩის, ნიკა გურინის ინფორმაციით, პირბადეები ყვარელსა და თელავში მოქმედ ეკლესიებს, კოვიდ ინფექციის პრევენციისათვის გადაეცათ.

“გავითვალისწინეთ, რომ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეკლესიებში ხალხმრავლობა იქნებოდა და საელჩოს მხარდაჭერით, მრევლისათვის 10 ათასი ცალი მაღალი ხარისხის პირბადე, 8 ეკლესიას გადავეცით. ჩვენმა მოხალისეებმა პირბადეები ტაძრებში ღვთისმსახურების დაწყებამდე განათავსეს და ადგილზე მისულ მოქალაქეებს თვითონ შეეძლოთ მისი აღება” – განაცხადა გურინმა რადიო ჰერეთთან.

ეკლესიებში მრევლს პირბადის სწორად გაკეთების შესახებ, ევროკლუბის მიერ დაბეჭდილი რეკომენდაციებიც დაახვედრეს.

ევროკლუბი ყვარელში ევროკავშირის მხარდაჭერით, 2019 წელს დაფუძნდა.

ორგანიზაციამ 2020 წლის დეკემბერში, საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, დისტანციურ სწავლებაში ჩართულ მოსწავლეებს ინტერნეტის საფასური გადაუხადა და სამი ლეპტოპი გადასცა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი