მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

გაგრაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა

გაგრაში ტყეში გაჩაღებული ხანძარი საცხოვრებელ შენობებს მიუახლოვდა, განაცხადა აფხაზურ მედიასთან ქალაქის სახანძრო სამსახურის უფროსმა დავით ბგანბამ.

”ახლა ჩვენ ვართ პოზიციებში, რომ შევძლოთ საცხოვრებელი შენობების დაცვა”, – თქვა მან.

ბგანბას ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი შენობებიდან დაახლოებით 150 მეტრში არის დაშორებული.

ხანძრის არეალი ჯერ განსაზღვრული არ არის, აღნიშნა მაშველმა.

მანამდე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალისა და ოჩამჩირის რეგიონებში ადგილობრივი ხანძრები აღინიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button