მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიცია მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს იანვრის ბოლოს ელოდება

ხელისუფლების ოპონენტები მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. უცვლელია მათი მოთხოვნებიც.

“გვაქვს ინფორმაცია, იანვრის ბოლოს უნდა შედგეს მე-5 რაუნდი და ეს შემდეგ დაგვანახებს ამ მოლაპარაკებების პერსპექტივას” – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე,

უმრავლესობა კი ოპოზიციას კვლავ პარლამენტში შესვლას და ერთობლივ მუშაობას სთავაზობს.

“ოპოზიციის რაღაც ნაწილი უკვე არის პარლამენტში, ალბათ სხვებიც შემოვლენ, ეს არის პროცესი, პოლიტიკური ურთიერთობის საკითხია და შეიძლება დროში გაიწელოს. ვფიქრობ თვითონ ოპოზიციის ინტერესშია რომ იყოს პარლამენტში. როგორც ვხედავთ გაყალბების მოდელირებული რეალობა, რომელსაც ისინი ამდენი ხანია ქმნიან უკვე ნელნელა გახუნდა” – აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი გიორგი ხელაშვილი.

მოვისმინოთ ოპოზიციიდან , სერგო ჩიხლაძის, საბა ბუაძის, „ქართული ოცნებიდან“, გიორგი ხელაშვილის კომენტარები

მსგავსი პოსტები

Back to top button