Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საქართველოში კორონავირუსის დღიური 537 შემთხვევაა

დამატებით 494 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა.

82

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 494 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 236 028
გამოჯანმრთელებულია – 224 189
გარდაცვლილია – 2 728

მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა – მათგან გამოჯანმრთელდა 63 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,9 მილიონზე მეტი.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი