სპორტი

თემურ ქეცბაია არასპორტული საქციელის გამო დააჯარიმეს

სპორტული გამოშვება „ლარნაკა სპორტის“ ინფორმაციით, კვიპროსული „ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელი ისევ დააჯარიმეს.

ქეცბაიასთვის ამ სეზონში ეს პირველი შემთხვევა არ არის. პირველად იმის გამო,რომ პრესკონფერენციაზე არასაკმარისად და არაორდინალურად ისაუბრა. შემდეგ იყო ინციდენტი თორნიკე ოქრიაშვილთან მიმართებით. ბოლო შემთხვევა კი საკუთარი კლუბის წევრების მისამართით გამოჩენილი არასპორტული საქციელი იყო.

იმ მატჩში, როცა „ომონიასთან“, შეხვედრის დროს ფამაგუსტელებმა 0:3 წააგეს, – 28-ე და 34-ე წუთებზე თემურ ქეცბაია არასათანადოდ მოექცა თავისი გუნდის ფეხბურთელ;ებს.

ეს საქციელი სადისციპლიო კომიტეტმა, რეგლამენტის მე-4 პუნქტის დარღვევად მიიჩნია და ემოციური ქართველი სპეციალისტი კიდევ ერთხელ დააჯარიმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button