სპორტი

„ლოკომოტივმა“ 14 წლის მეკარე დაიმატა

თბილისის „ლოკომოტივის“ რიგებში სოსო კოპალიანი ჩაირიცხა. 14 წლის ნიჭიერი გოლკიპერი ქუთაისის „ტორპედოდან“ გადმოვიდა.

კოპალიანმა „ლოკომოტივთან“ 3,5 წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა და თბილისური კლუბის მთავარ შემადგენლობასთან ერთად ამ ხნის განმავლობაში ივარჯიშებს.

სოსო კოპალიანი უკვე შევიდა „ტორპედოს“ კარიერულ ისტორიაში,როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი. თინეიჯერი მეკარე ეროვნული ლიგის სამატჩო განაცხადში 2019 წლის ოქტომბერში მოხვდა, როცა მოზარდი ჯერ კიდევ 13 წლის იყო.

მას შემდეგ, 2019-2020 წლების სეზონში კოპალიანი კიდევ 4-ჯერ შეიყვანეს ქუთაისელთა სამატჩო განაცხადში, თუმცა მან ეს პერიოდი სათადარიგო სკამზე გაატარა და პროფესიონალურ ფეხბურთში მისი დებიოუტი ჯერ არ შემდგარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button