სამეფო კლუბმა არჩევანი გააკეთა და „რეალის“ მთავარ მწვრთნელობის ყველაზე რეალურ კანდიდატად 43 წლის ლეგენდა რაულ გონსალესი დაასახელა.
ამ დრომდე, კლუბის ხელმძღვანელობა აღნიშნულ პოზიციაზე მაურისიო პოჩეტინოს განიხილავდა, თუმცა არგენტინელმა „პარი სენ-ჟერმენის“ თავკაცობა ირჩია.
რაული, მადრიდის „რეალის“ აღზრდილია. ყოფილი თავდამსხმელი მშობლიურ კლუბში 1994-2010 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად 6-ჯერ მოიგო ლა-ლიგა, 3-ჯერ კი ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა.
ამ ეტაპზე ესპანელი, სამეფო კლუბის მეორე გუნდს, კასტილიას წვრთნის და გასულ სეზონზე უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვა.
17 ტურის შემდეგ მადრიდის „რეალი“ 36 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს.