Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საფრანგეთში ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება დაიწყო

242

ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქების გამო, საფრანგეთში 200 000 იხვი მოკლეს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კიდევ 400 000 იხვის განადგურება იგეგემება, – ამის შესახებ EuroNews-ი წერს.

სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება პროფილაქტიკური ღონისძიებაა, რათა ვირუსის ადამიანებზე გადაცემის რისკი შეამცირონ.

1-ლი იანვრის შემდეგ, ფრინველებში გრიპის უკვე 61 შემთხვევა გამოავლინეს, საიდანაც 48 ლანდის დეპარტამენტში დაფიქსირდა.

გასულ კვირაში, ფრინველის გრიპის შემთხვევები გამოვლინდა გერმანიის ორ ფერმაშიც.

2016-2017 წლებში, საფრანგეთში, ფრინველების გრიპის ეპიდაფეთქების გამო, 6 მილიონამდე იხვი მოკლეს.

ვირუსმტარებლობა გრძელდება 2-3თვე. ავადმყოფი ფრინველის ორგანიზმიდან ვირუსი გამოიყოფა ყველა ექსკრეტით და სეკრეტით, ასევე კვერცხით.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი