Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ქარიმ ბენზემა სასამართლოში დაიბარეს

55

მადრიდის „რეალის“ ცენტრფორვარდი ქარიმ ბენზემა ძველი საქმის გამო სასამართლოში, დაკითხვაზე დაიბარეს.

ფრანგული პრესის ცნობით, 2015 წელს, ბენზემა შუამავლის სტატუსით მოქმედებდა და „ოლიმპიაკოსის“ ნახევარმცველ მატიო ვალბუენას აიძულებდა დამნაშავეებისთვის გარკვეული საფასური გადაეხადა,რათა მათ ფეხბურთელის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები არ გაესაჯაროვებინათ.

ვალბუენასთვის ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორცილებისთვის და სავარაუდო იძულებისთვის ფანგი ფეხბურთელი სასამართლო განხილვაზე, ვერსალში წარსდგება.

ბენზემა და ვალბუენა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრები არიან და 2016 წლამდე მის ღირსებას იცავდნენ.

ამ გახმაურებული სკანდალის გამო ნაკრების ხელმძღვანელობამ ევრო 2016-ზე და 2018 წლის მუნდიალზე არცერთი მათგანი არ გამოიძახა. ისინი მოკვეთეს ეროვნული გუნდიდან და მას შემდეგ ნაკრების ფორმა აღარ მოურგიათ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი